(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში, ფოსტის შენობის გვერდით, წიგნების მაღაზია “ბიბლუსის” გახსნა 15 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებულია და ახლა შიგა პერიმეტრის მოწყობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გახსნამდე 2 დღით ადრე ჩამოიტანენ წიგნებს. გახსნის დღეს იგეგმება აქცია ლანჩხუთელებისთვის, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება. მაღაზიის მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ სკვერში იყო დაგეგმილი, საძირკველიც გაკეთდა, მაგრამ ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ, “ბიბლუსს” ახალი ფართი გამოუყვეს. წიგნების მაღაზია უკვე რამდენიმე წელია არსებობს ოზურგეთში.