(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ უკვე ცნობილია, რომ I-IV კლასის ყველა მოსწავლე, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, უკლებლივ ყველა სასწავლო სახელმძღვანელოთი დასაჩუქრდება. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა თქვა, რომ დაწყებითი კლასის ყველა მასწავლებელი იმ საგნის სახელმძღვანელოთი დასაჩუქრდება, რომელ დისციპლინასაც ის ასწავლის შესაბამის კლასში.
ამ ცნობამ პედაგოგები ძალიან გაახარა.