https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კანონი უკანონობისთვის და უსამართლოდ დაჯარიმებული მეწარმეები

20:09; 19.09.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კარგა ხანია, მეწარმის მიერ სალარო აპარატით სარგებლობის და სალარო ქვითარზე სწორი ციფრების დაფიქსირების პროცესს კერძო საგადასახადო ინსპექტორები აკონტროლებენ. კერძო საგადასახადო ინსპექტორებს ევალებათ, გამოავლინონ, იყენებენ თუ არა მეწარმეები საკონტროლო-სალარო აპარატს, ბეჭდავენ თუ არა ქვითარს ან საკონტროლო აპარატის გამოყენებისას, ხომ არ მიუთითებენ ნაკლები რაოდენობის თანხას.

საგადასახადო ინსპექტორები, ყოველი კანონდამრღვევი ინდმეწარმის გამოვლენისას, შემოსავლების სამსახურიდან ბონუსების სახით ფულად თანხას იღებენ. როგორ გავიგეთ, 500-ლარიანი ჯარიმიდან, 100 ლარი კერძო საგადასახადო ინსპექტორს ეძლევა.

ექსპერტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ამ ინსტიტუტის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ეს არის საზოგადოების დაშლისკენ გადადგმული ძალიან მზაკვრული ნაბიჯი. დღეს ქვეყანაში უამრავი უმუშევარი და ღატაკი ადამიანია. მათი უმრავლესობა კი ყველაფერზე მოაწერს ხელს _ საკუთარ მამასაც დაიჭერს, ოღონდ ლუკმაპური იშოვოს. წარმოიდგინეთ სიტუაციის ტრაგიზმი, როცა ასეთ ადამიანებს აძლევ უფლებას, დააჯარიმოს მეწარმე და ჯარიმიდან ბონუსის სახით მიიღოს შემოსავალი. სრულიად გაუგებარია, ვინ გააკონტროლებს თვით ამ “მოხალისე-ინსპექტორებს”, რომლებიც თვითდაფინანსებაზე იმუშავებენ. ამ ინსტიტუტის შემოღებას აუცილებლად მოჰყვება პროვოკაციები. რაღა შორს მივდივართ _ ჩვენი პოლიცია ასე არ იქცევა? რადგან პოლიციელების კეთილდღეობა რაღაც დოზით მოქალაქეების დაჯარიმებაზეა დამოკიდებული, ხომ ხედავთ, რა პროვოკაციებს უწყობენ უდანაშაულო ადამიანებს? არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ადამიანმა მოპოვებული ჯარიმის პროცენტით იცხოვროს. ეს გარყვნის საზოგადოებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბანდიტურ დაჯგუფებას ქმნის. შეიძლება ეგრეთ წოდებული კერძო საგადასახადო ინსპექცია პირველივე დღეს არ ჩამოყალიბდეს ასეთად, მაგრამ ნელ-ნელა ის აუცილებლად გახდება ფულის შოვნაზე ორიენტირებული და ჩვენ ერთმანეთის მტრები გავხდებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 70% ღატაკია და თავის გადასარჩენად ყველაფერზე მოაწერს ხელს, მათ შორის სხვის ხარჯზე ცხოვრებაზეც.

ეკონომიკის ექსპერტის სიტყვები მალევე ახდა _ საგადასახადო ინსპექტორები ყველანაირი ხერხით ცდილობენ მეწარმეების დაჯარიმებას. არის შემთხვევები, როცა ინსპექტორებად მთელი ოჯახი მუშაობს. შედიან მაღაზიებში და მიზანმიმართულად ცდილობენ გამყიდველის დაბნევას, რაც ბოლოს 500-ლარიანი ჯარიმით სრულდება. იყო ფაქტები, როდესაც გამყიდველმა ორსულ გოგონას, რომელიც “ცუდად” გახდა მაღაზიაში, წყალი მიაწოდა, მისმა თანმხლებმა “მეუღლემ” კი ქვითრის ამოუწერლობის გამო, 500-ლარიანი ჯარიმა გამოწერა.

გასულ ორშაბათს, ჩოხატაურში მეტად საინტერესო საგადასახადო ინსპექტორები შეგვხვდნენ _ დედა და შვილი მაღაზიებში დადიოდნენ. ბავშვი დაახლოებით 13-15 წლის იქნებოდა. დედას ხან რის ყიდვას სთხოვდა, ხან _ რის. გამყიდველიც, შესაბამისად მოთხოვნილ პროდუქტს დახლზე უწყობდა. დაახლოებით 15 დასახელების ნივთი მოითხოვეს. ზოგი დააბრუნეს, ზოგიც ცელოფანში ჩაალაგეს და გამყიდველს ფული დაუდეს. ამ უკანასკნელმა ხურდა დააბრუნა და ჩეკიც ამოარტყა, თუმცა, როგორც გაირკვა, ერთი ცალი კალმის თანხის საფასური სალარო ქვითარში არ შევიდა, რასაც 500-ლარიანი ჯარიმა მოყვა.

მეწარმეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ საგადასახადო ინსპექტორების საქციელი ყველა ზღვარს სცილდება.

ჩოხატაურელი ირმა თავართქილაძე ერთ-ერთია იმ მრავალ მეწარმეთაგან, რომელსაც საგადასახადო ინსპექტორმა ჯარიმა გამოუწერა. როგორც თავართქილაძე ამბობს, ჯარიმა არარსებული სამუშაოს გამო გამოუწერეს:

_ უმაღლესი განათლების ვარ. ვინაიდან ჩემი პროფესიით სამსახური ვერ ვიშოვნე, კოსმეტოლოგობა შევისწავლე და 2009 წლის 15 ოქტომბრიდან დავრეგისტრირდი ინდმეწარმედ. მუშაობა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩა #8-ში დავიწყე. შემოსავალი ძალიან მწირი იყო და დღეში 5 ლარს არ აღემატებოდა. ამ მისამართზე მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში შევწყვიტე, რადგან მუშაობა დავიწყე ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღში ნახევარ განაკვეთზე, აღმზრდელ მასწავლებლად.

შვებულების დროს, გადავწყვიტე დროებით ისევ კოსმეტოლოგად მემუშავა და სამუშაო ადგილისთვის დუმბაძის ქუჩა #11-ში მდებარე პატარა სალონს მივმართე. 24 ივლისს, დაახლოებით 2 საათზე, მივიტანე ინდმეწარმეობის დამადასტურებელი საბუთი და ნაწილობრივი ინვენტარი. კვირა დღე იყო და ორშაბათიდან მინდოდა სამუშაოს დაწყება. ადამიანი, რომელთანაც მოლაპარაკებული ვიყავი, არ დამხვდა. ამიტომ, დალოდება გადავწყვიტე და საუბარი დავიწყე იქ მომუშავე მეორე ქალბატონთან, რომელიც იმ მომენტში არ მუშაობდა. დაახლოებით ნახევარ საათში სალონში ორი უცნობი პირი შემოვიდა. გაგვეცნენ როგორც კერძო საგადასახადო ინსპექტორები. ერთი გახლდათ კახა კვაჭანტირაძე, მეორე კახა თავდიშვილი. მოითხოვეს საბუთები. მაშინვე მივაწოდე ახლად მიტანილი დოკუმენტი. კახა თავდიშვილმა ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე შეადგინა ოქმი, სადაც ტყუილი დაწერა: “ჩავატარე საკონტროლო შესყიდვა ი.მ ირმა თავართქილაძის კუთვნილ ობიექტზე. მეწარმეს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ გააჩნდა საკასო აპარატი”. მე არანაირი მომსახურება არ გამიწევია არავისთვის და შესაბამისად, არც თანხა ამიღია, _ ამბობს თავართქილაძე.

მისივე თქმით, ოქმზე ხელს არ აწერდა, მაგრამ კერძო საგადასახადო ინსპექტორი დაემუქრა:

_ დამემუქრნენ, თუ რა მოვაწერდი, სიტუაციას უფრო გაამძაფრებდა დაუმორჩილებლობის გამო, _ აღნიშნა თავართქილაძემ.

ინდმეწარმემ ამ ფაქტის გასაჩივრება სცადა და შემოსავლების სამსახურს საჩივარი დაუწერა, სადაც უარყო საგადასახადო სამართლადარღვევის ჩადენის ფაქტი და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება ითხოვა.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს:

_ 2011 წლის 24 ივლისს, ი/მ “ირმა თავართიქლაძის” სავაჭრო ობიექტზე, კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ გახორციელებული პროცედურის შედეგად გაირკვა, რომ პირი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა საკონტროლი-სალარო აპარატის გარეშე, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს სსკ-ის 281 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სანქციის სახით, განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ვინაიდან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ ი/მ “ირმა თავართქილაძის” მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ჯამბულ ებანოიძე აწერს.

ებანოიძე არ აკონკრეტებს, რითი დასტურდება სამართალდარვევის ფაქტი, მაშინ, როცა საქმეს მხოლოდ ორი მოწმე _ ორივე კერძო საგადასახადო ინსპექტორი ჰყავს, რომლებსაც თავის მხრივ, ამ საქმიდან, 100-100 ლარი ერგებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტში მონაწილე კახა კვაჭანტირაძე გურული ინდმეწარმეებისთვის უცხო პირი არ არის. კვაჭანტირაძე კარგა ხნის მანძილზე გურიის საგადასახადო სამსახურში მუშაობდა და მეტსახელად “მგელოსაც” ეძახდნენ. ის ჩვენს ფოტოობიექტივშიც რამდენჯერმე მოხვდა მაშინ, როცა მოვაჭრეებთან, რომლებსაც თითქმის ყოველდღე უწერდნენ სხვადასხვა სახის ჯარიმას, სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და კვაჭანტირაძეს არც ხელი და არც სიტყვა არავისთვის დაუკლია.

ირმა თავართქილაძეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში შეუძლია და აპირებს კიდეც, თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ ამას შედეგი მოყვება.

ანალოგიური ჯარიმა, სილამაზის სალონის “ანა მარის” მეპატრონესაც გამოუწერეს _ სალონის მფლობელი იმ დღეს საერთოდ არ მუშაობდა და პირად საქმეზე დედაქალაქში იყო წასული, თუმცა, კერძო საგადასახადო ინსპექტორებისთვის ეს ხელისშემშლელი ფაქტი არ გამხდარა. სალონში შესულმა ინსპექტორებმა ინდმეწარმის საბუთი ნახეს და სალარო-აპარატის უქონლობის გამო 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. არავინ დაინტერესებულა იმით, როგორ განახორციელა ინდმეწარმემ ეკონომიკური საქმიანობა სალარო აპარატის გარეშე მაშინ, როცა ის ობიექტზე არ იმყოფებოდა.

შპს “ინფოკონსალტინგის” ხელმძღვანელი, თემურ ტყეშელიაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჯარიმის გამოწერა მაშინ, როცა მეწარმე იქ არ იმყოფება, დაუშვებელია:

_ როდესაც მეწარმე არ იმყოფება ადგილზე, არავის არ აქვს უფლება დაწეროს რაიმე სახის ოქმი, _ გვითხრა ტყეშელიაძემ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, მეწარმეების სასარგებლო კანონიც მიიღეს, თუმცა, ბევრმა მათგანმა ამის შესახებ არაფერი იცის _ საგადასახადო კოდექსის მეშვიდე მუხლის თანახმად, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან.

თუმცა, როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე განმარტავს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები მართალია, გათავისუფლებულნი არიან სალარო აპარატის გამოყენებისგან, მაგრამ იმ პირთა წრე, რომლებსაც შეიძლება მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭოს, ძალიან მწირია:

_ შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო კოდექსის ამ ცვლილებას საგრძნობი შვება მეწარმეებისთვის არ მოუტანია. ამ კატეგორის უმრავლესობა ცვლილებამდეც გათავისუფლებული იყო სალარო აპარატის გამოყენებისგან.

რაც შეეეხება ოქმის შედგენას, იგი დგება დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში. თუ პირი არ ეთანხმება სანქციას, მას აქვს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების უფლება დადგენილ ვადებში. ხოლო თუ არარსებულ დარღვევაზე დგება ოქმი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც შესაბამისი ორგანოები იკვლევენ, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20 თებერვალი, 2026

რატომ გაქრა ამოსული ჰიბრიდული სიმინდი

საჩუქარი... 3 წლით!

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026
საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21.02.2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21.02.2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21.02.2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21.02.2026
სამართალი

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:10; 21.02.2026
party on beach
ზაფრანი

საუკეთესო მეგობრები

10:00; 21.02.2026
Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:

[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]
ზაფრანი

რომელ მამაკაცს შეუძლია ქალს მარტივად შეაყვაროს თავი

9:54; 21.02.2026
სამართალი

ხიდზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

9:33; 21.02.2026
სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო