ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, სულ მცირე, ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი.
სუმია სვამინატანმა აღნიშნა, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ პაციენტს ინფექციის გადადება რამდენიმე ადამიანისთვის შეუძლია.
„კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინის უმეტესობა ეფექტურია, სულ მცირე, დაავადების რთული ფორმების პრევენციის კუთხით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.
სუმია სვამინატანის თქმით, ვაქცინაციის მიუხედავად, აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.