საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ადვოკატი FACEBOOK-ზე წერს.
მისი თქმით საქართველოში შესვლაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს.
ადვოკატის თქმით, კიევში პასპორტის გარეშე ბრუნდება
„ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს. არც კი ამიხსნეს მიზეზი. გამომართვეს პასპორტი, გადასცეს ის ეკიპაჟის მეთაურს. მე ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვედი, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში.
პ.ს. სტიუარდესა მეძახის “დეპორტირებული მგზავრი”.
PSS. ახლა კიევში ვბრუნდები პასპორტის გარეშე. მაგრამ, ფრენა გადაიდო, ვიღაცამ უარი თქვა ფრენაზე. სახელმძღვანელო საცავის შემოწმება“, _ წერს გრუშოვეცი „ფეისბუქში“.
[sexy_author_bio]