საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვან მაია ასათიანს ციხიდან წერილს სწერს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
წერილის ფოტოს ასათიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“მაია, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რომ ასეთ დღეს მოხვედი ეთერში ჩემი გულისთვის და თითოეული შენი სიტყვა…
წარმოუდგენლად ნიჭიერი რომ ხარ, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ გუშინ მეც კი ზეაღმატებულად აღვფრთოვანდი”.