სირცხვილია იმ ხელისუფლების გვერდით დგომა, რომელიც მუშაობის ნაცვლად, პატიმარს მიტინგებს უწყობს და საერთოდ არ აინტერესებს ხალხის არჩევანი, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენის ხელისუფლებას ეშინია.
“სირცხვილია მათ გვერდით დგომა, ვისაც საავადმყოფომდე ვერ მიყავს ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი და მას მკურნალობის უფლებას უზღუდავენ;
ეშინიათ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა;
სირცხვილია იმ “ოცნებასთან” დგომა, ვისთვისაც დღეს უმთავრესი “მათი დალაგებულის არ არევა” ყოფილა”;
იმ ადამიანის, ადამიანების გვერდით დგომა ვინც 7 ნოემბერი მოაწყო, დააფინანსა, ამით ამაყობდა და შემდეგ ასეთივე წარმატებით გაიმეორა 20 ივნისი, 5 ივლისი;
სირცხვილი და კატასტროფაა იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც მაცივარი ცარიელია, ეკონომიკა აღარ არსებობს, “ოცნება” კი, მარტო ოპოზიციას ებრძვის.
სამაგიეროდ თავად წარმატებულად დამდიდრდნენ.
მოკლედ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა, მითუმეტეს იმ არარსებული ხელისუფლების მიერ, რომელიც უკვე ბოლომდე ჩამოშლილია”, _ აცხადებს ჭიჭინაძე.