2 -4 დეკემბერს , ქალაქ თბილიში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, ჭაბუკებს შორის მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით ისაპარეზეს და შინ ხუთი მედალი წამოიღეს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ხუთივე ბრინჯაო. _ გიორგი ბერიძე (45 კგ ) – III ; ლუკა ფიფია ( 51 კგ) – III ; ლუკა ჯანელიძე ( 48 კგ) – III ; საბა სირაძე ( 71 კგ) – III ; საბა მარტივი ( 92 კგ) – III .
გუნდი შეჯიბრისთვის მწრთვნელებმა : ძმებმა ურაბიანებმა, ფრიდონ და გურამ აბაშიძეებმა, კობა ბალავინოვმა ლაშა გუჯაბიძემ , გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს, _ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.