როგორც ნასაკირალში აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გზის გადათხრის შედეგად გაჩენილ თხრილში ადგილობრივი მკვიდრი მზიური ჩხაიძე ჩავარდა, რომელიც თანასოფლელებმა ამოიყვანეს. როგორც ისინი ამბობენ, ჩხაიძე სასწაულებრივად გადაურჩა დახრჩობას.
თუმცა, მათივე თქმით, დახრჩობას ვერ გადაურჩა საქონელი. როგორც აქციაზე მყოფებმა გვითხრეს, ადგილობრივების გაფრინდაშვილისა და დავლაძის ოჯახებს ხბოები დაეხრჩოთ.
“სანამ მსხვერპლი არ იქნება, არ ამოავსებენ ამ თხრილს”, _ ამბობენ ისინი.
[sexy_author_bio]