ჩვენ, რამდენიმე წუთის წინ, გავარცელეთ ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა დაბა ნასაკირალიდან საავადმყოფოში ვერ ხერხდებოდა მშობიარე ქალის გადაყვანა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესო ქათამაძის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
“ჩვენი მანქანით მოვახერხეთ გადაყვანა. ერთი კილომეტრი გზა გავწმინდეთ და ისე მოვახერხეთ ჩაგვეყანა ოზურგეთში.
ამ დრომდე დაბაში მძიმე მდგომარეობაა. დავიწყეთ იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ვერ ახერხებენ დათოვლონ სახლები. ასევე, დილიდანვე ვერ მოხერხდა იმ პედაგოგების ამოყვანა დაბაში, რომლებიც ქალაქ ოზურგეთიდან დადიან“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.
მისივე თქმით, დაბა ნასაკირალში 70 სმ თოვლის საფარია.
?გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმააცით, კლინიკაში ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ჩვენ სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ბრიგადის კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]