ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს.
იმაზე თუ როდის უნდა ველოდოთ ამ ინიციატივის კანონად ქცევას, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ ისაუბრა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სრული მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ კანონს თუ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს – როგორც თამბაქოს მოხმარებას, ისე პასიურ მოხმარებას. მეტიც, ცენტრი მუშაობს ამ კანონებზე. გამოკვლევაც გვაქვს ჩატარებული და მათ შორის მწეველი მოსახლეობაც მომხრეა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება. ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა და ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტიც ძალას არ დავიშურებთ, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს და ჯეროვნად აღსრულდეს,“ _ განაცხადა სტურუამ.
წყარო: bpn.ge