ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, დაბა ჩოხატაურში, სადაც სულ 38 საარჩევნო უბანი მოქმედებს, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ნაცვლად 23 მაჟორიტარული ოლქისა, კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, 12 მაჟორიტარული ოლქი იქნება.
ცვლილებების შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქად ჩამოყალიბდა დაბლაციხის, დიდი ვანის, ზემო სურების, შუა სურების, ბუკისციხის და იანეულის საარჩევნო უბნები.
საერთო მაჯორიტარს აირჩევენ ამაღლების, ზომლეთის, ვანის საარჩევნო უბნებზე.
საერთო მაჟორიტარი ეყოლებათ, ასევე, გოგოლესუბნის და შუა ამაღლების ამომრჩევლებს.
ერთ მაჟორიტარულ ოლქში მოექცა ჯვარცხმისა და გორაბერეჟოულის საარჩევნო უბანები.
ერთი მაჟორიტარი ეყოლება გუთურს, ერკეთისა და ქვემო ერკეთს.
ზემოხეთის, საჭამიასერის და ქვემოხეთის საარჩევნო უბნები ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდა.
საერთო დეპუტატი ეყოლებათ კოხნარის, ბურნათის, წიფნარის, ფარცხმის, შუა ფარცხმის ამომრჩევლებსაც.
საერთო მაჟორიტარს აირჩევენ, ასევე, ნაბეღლავის, ქვაბღის, ჩხაკაურის, ხევის საარჩევნო უბნების ამომრჩევლებიც.
ქვენობნი, ბასილეთი, ბუკნარი საერთო მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში.
ხიდისთავის, ახალშენისა და ჭაჭიეთის საარჩევნო უბნებიც ერთ მაჟორიტარულ ოლქში მოექცა.
ცალკე მაჟორიტარულ ოლქად დარჩა დაბა ჩოხატაურისა და ზოტის საარჩევნო უბნები.