ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საქართველოში აფთიაქების დალუქვას და ფსიქოტროპული პრეპარატების განადგურებას ეხმიანება.
როგორც ნარკოლოგი წერს, გამოსავალი იმ ადამიანების საავადმყოფოში მიყვანა და დახმარებაა, რომლებიც ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარენ.
“დაინგრა საქართველო, დღეს იმდენი ადამიანი დარჩა ფსიქოტროპულის გარეშე. აი, კატასტროფაა.
არ ვიცი, რამდენი აფთიაქი დალუქეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩემი ტელფონი არ გაჩერებულა.
რა უბედურება გვჭირს! არ ვიცი, რა ეშველება ამდენ ადამიანს. რომელიც ამ პრეპარატებზე არის დამოკიდებული! გამოსავალს ვერ ვხედავ! არ ვიცი! გამოსავალი არის ერთი, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ დღის სინათლეზე, შევთავაზოთ დახმარება
მივცეთ საშუალება, მოვიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, ლეგალურად მიიღონ ეს პრეპარატები დროებით და მერე ვიზრუნოთ, როგორმე დახმარება რომ შევძლოთ. ჩავუნაცვლოთ რამით და გამოვაფხიზლოთ, სხვანაირად ვერ დავამრცხებთ ამ პრობლემას!
სანამ იქნება მოთხოვნა, აუცილებლად გაჩნდება მოწოდება _ ჯუნგლის კანონია.
უნდა გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი რამენაირად! _ წერს ზურა სიხარულიძე.