ადამიანს წყლულოვანი დაავადება თუ შეეყარა და არ უმკურნალა მერე ლპება და იშლება…, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ადამიანს წყლულოვანი დაავადება თუ შეეყარა და არ უმკურნალა მერე ლპება და იშლება…
ზუსტად ასეა დღეს “ქართული ოცნება”, ყველა ვადა გაუვიდა.
ჯერ კიდე 2 ნოემბერს უნდა დაეტოვებინათ ხელისუფლება, რადგან აღარ ეკუთვნოდათ და სწორედ ეს ეწევათ დღეს.
მაგრამ ისე გადაგვარდნენ, არც ქვეყანა ადარდებთ, არც ხალხი და გადასულები არიან მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ყველაზე უღირსი მეთოდებით, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდებათ.
ამიტომ უნდა გაემიჯნოს ყველა, ვისაც თავმოყვარეობა შერჩა.
დღეს ქვეყანაა გადასარჩენი!” _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.