ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პარკებში გასეირნება განწყობას და შემართებას ისევე ამაღლებს, როგორც, მაგალითად ახალი წელი და შობა.
ხეები ქალაქში ჰაერს ასუფთავებენ და აგრილებენ, თუმცა ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხეების კიდევ ერთი დადებითი თვისება აღმოაჩინეს, ისინი ადამიანებს აბედნიერებენ.
კვლევის ავტორებმა 4 600 ადამიანის მიერ 160 სხვადასხვა პარკიდან გამოქვეყნებული ათასობით ტვიტი გააანალიზეს. შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ პარკში შემდეგ მათ მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებები უფრო პოზიტიური და დადებითი იყო. ასეთი განწყობა კი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საინტერესოა, რომ რაც უფრო დიდი და მწვანე იყო პარკები, მით უფრო პოზიტიური იყო გამოქვეყნებული შეტყობინებებიც.
“ეს პოზიტიურ შეტყობინებებში დაახლოებით ისეთივე მატებაა, როგორც შობაზე ხდება ხოლმე”, — აცხადებს კვლევის ავტორი/
[sexy_author_bio]