“მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია”, _ ამ წუთებში განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, _ ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ქართველ სამართალდამცავებს ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და შეირჩა ისეთი ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი პირობები.
ღარიბაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ დღეს “ბიძინობაა”.
პრემიერმა ეს დღე მიულოცა ბიძინა ივანიშვილს.
ბრიფინგს ესწრებოდნენ შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.