ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება ტურისტებისთვის, რომლებსაც მარტო მოგზაურობა უყვართ, ხორვატიაა.
რეიტინგის შექმნელები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა იდეალურია პარკებში სასეირნოდ, ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ღვინის დასაგემოვნებლად.
რეიტინგში მეორე ადგილს პერუ და მის ტერიტორიაზე მდებარე ინკების ძველი ქალაქი მაჩუ-პიქჩუ იკავებს. მარტო მოგზაურობის მოყვარულებს ურჩევენ ასევე ბალიზე, სამხრეთ კორეასა და ნიუ-იორკში გამგზავრებას.
სიაში ასევე მოხვდა შვეიცარია, იტალია, ახალი ორლეანი, მალტა, კოპენჰაგენი, მადრიდი, ბარსელონა, ჰონგ-კონგო, ამსტერდამი, ახალი ზელანდია, მაროკო, ავსტრალია, ტაილანდი, იაპონია და სინგაპური.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე