თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“2 ოქტომბერს, რომ მოიგებთ, მერე მანდ ვარო. რა მაინტერესებს იცით? მიშისტებმა მითხარით: რომ თქვას მანდ ვარ ახლა, თქვენ ვერ მხედავთ ბანძუსტანელებოო, თქვენთვის რა შეიცვლება?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეომიმართვაში განაცხადა.