საჩხერის მუნიციპალიტის სოფელ ვაკისაში 2 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილი ეზოში იყო გაჩერებული, სადაც ბავშვი თამაშობდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონის გაუმართაობა გახდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება მოულოდნელად მოხდა. ადგილზე მისულ ჯგუფს ხანძარი უკვე ჩამქვრალი დახვდა. მათივე ინფორმაციით, სოფელი მიუვალ ადგილზე არის და დაზიანებული გზის გამო ადგილზე მხოლოდ პიკაპის ავტომობილით შეძლეს ასვლა, სამედიცინო დახმარების ჯგუფის აყვანაც მათ მოახდინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმხობს.