თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 2 წლის ბავშვი უვნებლად ამოიყვანეს.
როგორც ცნობილია, ბავშვი ნანგრევებში 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მასთან ერთად დედაც იმყოფებოდა, რომელმაც მაშველებს ხმა მიაწვდინა.
დედა-შვილი უკვე კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში 3400-ზე მეტი მაშველი, ასობით ერთეული ტექნიკა და 17 ძაღლი მონაწილეობს.
მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.