დღეს, დილიდან ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს 2,20 ლარად იბარებენ.
_აქამდე ორ ლარად იბარებდნენ. დღეს 20 თეთრიანი წინსვლა გვაქვს, რაღა გვიჭირს, _ უმაყოფილოდ წაიბუიზღუნა ქალბატონმა და უკმაყოფილოდ შემოგვწყრა, როცა ვინაობა ვკითხეთ: „თხილის ამბავი იკითხეთ წესიერად, მე ისევ ის მქვია, რაც დამარქვეს დაბადებისას. ამ თხილის რომ ნამდვილი ვერც ფასი დაუდგინეს და სახელ-სახსენებელიც შეგვაძულეს, გასარკვევი ესაა“ .
როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, ფასი ნელ-ნელა მოიმატებს. თუმცა, რამდენით, ეს ჩვენ კიარა, მამა ღმერთმა არ იცისო…
ჯერჯერობით, თხილის გატეხვა ან ჯიშების მიხედვით ფასის განსხვავება არ დაწყებულა. ყველანაირ თხილს 2,20 ლარად იბარებენ.
ავტორი