https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა.

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა „დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. „დროების“ ვერსიის მიხედვით სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.

ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)“.

ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანა (თბილისი)ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის „ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი“ სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.

21 თებერვალს სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი დასდო მისი შვილის მკვლელობის დაგეგმვაში. მან სამინისტროს იმ ოფიციალურ პირთა დაუყონებლივ დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც გირგვლიანთან ერთად შარდენ-ბარში იმყოფებოდნენ.

22 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ კობა დავითაშვილმა და ახალი მემარჯვენეების წევრმა კონსტანტინე გუნცაძემ მთავრობას საქმის დაუყოვნებლივი გამოძიება მოსთხოვეს. მათი მტკიცებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი იყო იმ პირთა შორის, რომლებმაც გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს.

28 თებერვალს პარლამენტის წევრმა კონსერვატიული პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია მოიწვია და მკვლელობის თვითმხილველი ბუხაიძის ინტერვიუს ვიდეო-ჩანაწერი გაახმაურა. ინტერვიუ თავად ძიძიგურის ჩაწერილი იყო. მასში ძიძიგური ბუხაიძეს უჩვენებს ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოსურათს და სთხოვს მას ამოიცნოს ეს მამაკაცი. ბუხაიძე პასუხობს, რომ მამაკაცი სურათზე „ძალიან ჰგავს“ ერთ-ერთს იმ ოთხ მამაკაცთაგან, რომლებმა ორი მეგობარი გაიტაცეს და სცემეს. სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი. ბუხაიძის თქმით, ის არ იყო „100%-ით დარწმუნებული, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ ის ძალიან ჰგავს [მელნიკოვს]“. ძიძიგურის დასკვნით, „ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გამოძიებაში არის ის ფაქტი, რომ მათ არ უჩვენეს ლევან ბუხაიძეს ეს სურათი — რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების პროცესს“.

28 თებერვალს გამართულ საპარლამენტო მოსმენებზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჯერ არ ჰქონდა გამოვლენილი რაიმე ფაქტობრივი მტკიცება, რომელიც იმედის ვერსიაში დასახელებული შს სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების საბაბი შეიძლება გამხდარიყო. მან ასევე განაცხადა, რომ ამ თანამშრომელთა დაკავშირება ამ საქმესთან იყო „პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა… არის მცდელობები, ეს საქმე ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირონ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ ჩემს ნერვებზე იმოქმედონ. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ოჯახის წევრებს ან ჩემს თანამშრომლებს ეხებათ“.[2]

ვანო მერაბიშვილის მოხსენების დასრულებამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მემარჯვენე ოპოზიციიდან, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და დემოკრატიული ფრონტის ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად. ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენლებმა კი მადლობა მოახსენეს მერაბიშვილს მისი სამინისტროს ოპერატიული მუშაობისთვის. მმართველი პარტიის წევრის, გივი თარგამაძის თქმით „ოპოზიციის დემარში იყო დადგმული შოუ. ისინი სპეკულირებენ გირგვლიანის მკვლელობის საქმით და ცდილობენ ეს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“.[2]

საპარლამენტო მოსმენების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ განაცხადა: „დღეს ნათელი გახდა, რომ მერაბიშვილი ცდილობს ხელი დააფაროს კრიმინალებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სხედან. ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა დავიწყოთ ქმედებები მერაბიშვილის გადასაყენებლად“.

5 მარტს მოვლენები გამწვავებას იწყებს ტელეკომპანია იმედის ეთერში გაშვებული კიდევ ერთი გადაცემის შემდეგ, რომელშიც ეჭვქვეშ დააყენეს ყოფილი ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილების პოლიციის თანამშრომლის გია თელიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია. გადაცემა მიუთითებდა იმაზე, რომ თელიას მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი უნდა ყოფილყო გარეული. ყოფილი პოლიციელი, რომელიც 2003 წელს გადადგა, 2006 წლის 16 თებერვალს შს სპეცოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეტაკებისას დაიღუპა. სამინისტროს განცხადების თანახმად, თელიას ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებოდა და პოლიცია იძულებული გახდა მოეკლა იგი, ამ უკანასკნელის მიერ ცეცხლის გახსნის გამო.

სამინისტროს პრეს-სამსახურმა საზოგადოებრივი არხით გაავრცელა ოპერაციის ჩატარების ვედეომასალა, რომელზეც აღბეჭდილი იყო თელიას გვამი მისი ბინის იატაკზე მარჯვენა ხელში პისტოლეტით. თუმცა იმედის ჟურნალისტებთან ინტერვიუში თელიას ნათესავებმა განაცხადეს, რომ თელია ცაცია იყო, ამიტომ მარჯვენა ხელით იარაღს ვერ ისროდა. ამასთან, მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ თანამშრომელს მისი მოცილება უნდოდათ, ვინაიდან თელია ფლობდა ინფორმაციას ამ თანამშრომელთა ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ. მანამდე, 2005 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ყოფილმა პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ პოლიციამ ადრე წარუმატებლად სცადა მისი დაპატიმრება გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე. ამის გამო მოგვიანებით მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ ინტერვიუში თელიას არ დაუსახელებია შს სამინისტროს თანამშრომელთა გვარები, თუმცა გამოთქვა მოსაზრება, რომ შს სპეცოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი კოდუას „დავალებული ჰქონდა“ მისი მკვლელობის ორგანიზება.

ამავე პერიოდში რამდენიმე ოპოზიციურმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ახალმა მემარჯვენეებმა“ და საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ, განაცხადეს სახალხო საპროტესტო აქციების დაგეგვმის შესახებ ვანო მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით.

6 მარტს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი — გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური — გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა „მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა“. ამ პირთა სახელები არ ფიგურირებდა ტელეკომპანია იმედის მიერ 12 თებერვალს ეთერში გაშვებულ გადაცემაში.

დაპატიმრებების გამოცხადებიდან მცირე ხანში ახალმა მემარჯვენეება და პარლამენტის დემოკრატიული ფრონტის ფრაქციის დეპუტატებმა პრეს-კონფერენცია გამართეს. მათი თქმით შს თანამშრომელთა დაპატიმრება „კარგი პრეცედენტი“ იყო. თუმცა კობა დავითაშვილმა დემოკრატიული ფრონტიდან დაამატა, რომ „გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისინიც, ვინც ის შეუკვეთა“. დეპუტატემა ისევ მოითხოვეს ვანო მერაბიშვილის გადადგომა.

7 მარტს გურამ დონაძე მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად რამდენიმე ჟურნალისტთან „კონფლიქტური ურთერთობა“ გამოცხადდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შემდეგ მოითხოვეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალიას გათავისუფლება და მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება, გირგვლიანის ცემაში ეჭვმიტანილობის გამო. მმართველმა პარტიამ სრული თანადგომა გამოუცხადა მერაბიშვილს.

ამ ეტაპზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს გირგვლიანის მკვლელობის საქმის მსვლელობის გამო ოპოზიციის სხვა პარტიებთან თანამშრომლობის სურვილი.

ლევან ბუხაიძამ, მთავარმა თვითმხილველმა და სანდრო გირგვლიანის მეგობარმა, 9 მარტს აღიარა, რომ ვერ შეძლო იმავე დღეს ოლეგ მელნიკოვის ამოცნობა პოლიციაში მოყვანილ ოთხ ადამიანთა შორის. თუმცა მოგვიანებით მან იმედს განუცხადა, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეს პირი არ იყო იმ ოთხ მამაკაცთა შორის, რომლებმაც გირგვლიანი 27 იანვარს სასიკვდილოდ სცემეს. ბუხაიძემ ეჭვქვეშ დააყენა ერთ-ერთი დაპატიმრებულის, გია ალანიას, ჩვენება, რომლის მტკიცებით ის გირგვლიანს შეხვდა შარდენ-ბარიდან გამოსვლისას. ალანიას თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ყური მოკრეს გირგვლიანის მიერ დონაძის შეურაცხყოფას, რამაც გააღიზიანა ალანია და მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია. ბუხაიძემ ეს ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ რაიმე სახის კონფლიქტს მათი ბარიდან გამოსვლის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, რომ ბუხაიძემ ვერ შეძლო ოლეგ მელნიკოვის ამოცნობა, გირგვლიანის მეგობარი გოგონას, თამარ მაისურაძის, ჩვენება მიუთითებს მელნიკოვის შესაძლო ჩარევაზე ამ ინციდენტში. მისი თქმით მელნიკოვმა ბარი დატოვა სიგარეტის ყიდვის საბაბით, მყისვე ბუხაიძისა და გირგვლიანის გასვლის შემდეგ. ის უკან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა, ვინაიდან, მისი თქმით, ახლომდებარე მაღაზიაში მან სიგარეტის ყიდვა ვერ შეძლო და სხვა, უფრო შორს მდებარე სუპერმარკეტში მოუწია წასვლა. მაისურაძის თქმით, „მე ვუყურე იმ სუპერმარკეტის დაცვის ვიდეოკამერის ჩანაწერს, მაგრამ იქ მელნიკოვი არ ჩანს“

13 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას „მთავრობის სერიოზული გამოცდა“ უწოდა. მისი განცხადებით, ოთხი თანამშრომლის დაპატიმრებამ “ვერ გააქარწყლა ეჭვები” საზოგადოებაში ამ მკვლელობის საქმის შესახებ. “ის თანამშრომლები, რომლებსაც საზოგადოება ამ საქმეს უკავშირებს, ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანაში, ან ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის ამბიცია აქვს, გადადგებოდნენ.”

მცირე ხანში დათა ახალიამ და ოლეგ მელნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს დროებით, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა. ახალაიამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხიმსგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვხსნას თანამდებობრივი უფლებები“.

ოპოზიციონერ პარლამენტართა განცხადებით ახალაიასა და სანოძის გადაწყვეტილება მისასალმებელი იყო და ეს საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროზე. დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განუცხადა პრესას: „ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უეჭველად შეამსუბუქებს პოლიტიკურ ვითარებას… მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მივყვეთ ამ საქმის გამოძიებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა, ვინც ეს [მკვლელობა] დაგეგმა, დასჯილია“.

16 მარტს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისსა და სხვა ქალაქებში, სადაც ათასობით მძღოლმა ერთდროულად ჩართო მანქანის სიგნალი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის ნიშნად. საპროტესტო აქციიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამი ტელეარხის ჟურნალისტი მოიწვია პირდაპირ ეთერში პრეს-კონფერენციისთვის. მან ოპოზიციის მოთხოვნას მერაბიშვილის განთავისუფლების შესახებ „სასაცილო“ უწოდა და თქვა, რომ ეჭვგარეშე უჭერდა მხარს მინისტრს, ვინაიდან ის „ნამდვილად კარგი მინისტრი“ იყო.

17 მარტს რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა პრეზიდენტის ოფისის წინ მერაბიშვილის გადადგომისა და მკვლელობის მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით. მიტინგს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მოწყობილი იყო, შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების, კონსერვატორების, ლეიბორისტებისა და თავისუფლების პარტიების წევრები. მათ შეუერთდნენ ასევე გარე მოვაჭრეები, რომლებიც მათი თქმით „პოლიციის ძალადობის“ წინააღმდეგ გამოთქვამდნენ პროტესტს.

23 მაისს თანასწორობის ინსტიტუტის რამდენიმე აქტივისტი შიმშილობის აქციას აცხადებს პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე. იმავე ღამეს პოლიციის პატრულმა მომიტინგეები დაშალა, ორი მათგანი დააპატიმრა და ხულიგნობისთვის თითოეული 7,5 ლარით დააჯარიმა.

2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

გამოყენებულია wikipedia-ს მასალა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

“იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება”

13:32; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

რამდენი დასვენების დღეა მეორე სემესტრში და როდის დასრულდება სასწავლო წელი

10:46; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:38; 28 იანვარი, 2026

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო