საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა. რამდენიმე საათის წინ ავჭალის სტადიონზე ჩვენმა ბიჭებმა ინგლისის ნაკრები 40:38 დაამარცხეს.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ინგლისის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ მეორე ტესტ-მატჩი ძალიან სანახაორივი და დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი 21:24 დავთმეთ, თუმცა მეორე ტაიმი კიდევ უფრო მაღალი დონის თამაშის ჩვენება მოვახერხეთ და 19:14 მოვიგეთ.
რაც შეეხება 27 მაისს გაიმართულ პირველ ტესტ-მატჩს, მიუხედავად მარცხისა, იქაც ლადო კილასონიას გაწვრთნილმა ბიჭებმა მაღალი დონის თამაში აჩვენებს და დაძაბულ ბრძოლაში 36:41 დავმარცხდით მრისხანე მეტოქესთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჩვენი ბიჭები 36:27 იგებდნენ, თუმცა ინგლისელებმა მოახერხეს შეხვედრის გადარჩენა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები (როგორც ინგლისი) ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 14 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ფლეიოფის კიდევ ორი მატჩი იქნება.
ავტორი