20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა, – შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს.
მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.