2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა.
14 წლის წინ, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. აქციის დარბევის მიუხედავად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს.
2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლოში რამდენიმე საჩივარი შევიდა, საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ბრალდებულნი.
7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მომღერალი და ტელეწამყვანი, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, შეკრებას სახელწოდებით „არ აგარევინებთ!“ გამართავს.