გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კლიმატური პროგნოზის (SEECOF-18) და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის (MedCOF) ფორუმებზე მონაწილე ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობითაა (80%) ნავარაუდევი, რომ აღნიშნულ რეგიონებში, მომავალი ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება.
საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე 1C-ით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი (ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში -5.5 0C-ს შეადგენს).
სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რის პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.