საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად ყოველი წლის ბოლოს გამოავლენს და აჯილდოებს წლის ბესტსელერებს.
2020 წლის ბესტსელერი წიგნები გამოვლინდა ექვს ნომინაციაში:
1. ნომინაცია: ქართველი ავტორის ბესტსელერი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა)
გამარჯვებული: თინათინ ბერიძის „მოპარული სიყვარული“
გამომცემლობა: პალიტრა L
2. ნომინაცია: ქართულ ენაზე თარგმნილი ბესტსელერი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა)
გამარჯვებული: ელიფ შაფაქის „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში“
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
გამომცემლობა: პალიტრა L
3. ნომინაცია: თანამედროვე ქართველი მწერლის ბესტსელერი საყმაწვილო წიგნი
გამარჯვებული: თამარ გეგეშიძის „საშლელები“
გამომცემლობა: „ინტელექტი“
4. ნომინაცია: ქართველი ავტორის ბესტსელერი საბავშვო წიგნი
გამარჯვებული: ლელა ცუცქირიძის „თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუტუსურა“
გამომცემლობა: პალიტრა L
5. ნომინაცია: ქართულ ენაზე თარგმნილი ბესტსელერი საბავშვო წიგნი
გამარჯვებული: „ვინი პუჰის თავგადასავლები“
მთარგმნელი: თათია ტურაშვილი
გამომცემლობა: პალიტრა L
6. ნომინაცია: ბესტსელერი დოკუმენტური პროზის ნომინაციაში
გამარჯვებული: მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“
მთარგმნელი: დავით ახალაძე
გამომცემლობა: პალიტრა L
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 2020 წლის ბესტსელერ ავტორებსა და მთარგმნელებს სპეციალურ სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემს.