“გურია ნიუსისთვის” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
“2022 წლის 15 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9349 აივ ინფიცირებული პირი, 6982 – მამაკაცი, 2367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1989 – გარდაიცვალა.
15 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით: 34.4% – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.7% – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.7 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2% – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების შემთხვების რეგიონული განაწილება: თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1235; იმერეთში 1119; აჭარაში 1079; აფხაზეთში (541); კახეთში (465); ქვემო ქართლში (549); შიდა ქართლში (357); გურიაში (200); სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.