2023 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. ამის შესახებ განცხადება შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაკეთდა.
რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის მსურველებსა და გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ.
საგამოცდო ცენტრები თითქმის ყველა ქალაქში იფუნქციონირებს და დამატებით, ამბროლაურშიც გაიხსნება.