აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-ის გადაცემა Today-ის ინტერვიუში განაცხადა
“ვაპირებ კენჭისყრას, მაგრამ ჯერ მზად არ ვართ ამის ოფიციალურად გამოცხადებისთვის”, – თქვა თქვა ბაიდენმა.
მედია წერს, რომ ბაიდენი კენჭისყრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად აპირებს.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, საარჩევნო კამპანიის დასაწყებად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარეობს.
NBC News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თეთრი სახლის მთავარი მრჩევლები აპირებენ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას ბაიდენის ხელახალი არჩევის კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით.
ავტორი