მარტს შთაგონების, განახლებისა და რომანტიკის დროს უწოდებენ. ზოგადად, გაზაფხულზე ადამიანები ცვლილებებს გეგმავენ და სურთ, ცხოვრების განსხვავებული ეტაპი დაიწყონ. თუმცა, ასტროლოგებმა 2025 წლის მარტის თვისთვის დაასახელეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ.
2025 წლის მარტის არახელსაყრელი დღეები:
მთვარის კალენდრის მიხედვით, 2025 წლის მარტის ყველაზე არახელსაყრელი დღეებია: 14, 24, 28 და 29 მარტი. ამ დღეებში, ჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, მოერიდოთ იმპულსურობას, კონფლიქტურ სიტუაციას, ახალი პროექტების წამოწყებასა და დიდ ფინანსურ ოპერაციებს.
რისკების შესამცირებლად და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, მარტივ რჩევებს გაგიზიარებთ:
1. ფოკუსირდით დადებითზე
2. კეთილ ადამიანებთან ურთიერთობა
ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ენერგიამ შეიძლება, ჩვენს განწყობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. ამიტომაც, დაურეკეთ, შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს, ისაუბრეთ, სახალისო ამბები გაიხსენეთ და ერთმანეთს სასიამოვნო ემოციები აჩუქეთ.



































































