ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი _48 მილიონ 070 ათასი ლარი იქნება და იგი 2025 წლისთვის დამტკიცებულ ბიუჯეტის გეგმიური დონის 10,8 %-ია.
“ახლა ნაცები ყოფილიყვნენ კი დეინახავდით თუ დამთავრდებოდა ასე მალე ბიუჯეტის დამტკიცება” – თქვა ხმადავლად ერთ- ერთმა დეპუტატმა.
წლის მთავარი დოკუმენტის დამტკიცებას “ლელოს” “გახარია საქართველოსთვის” წევრები არ ესწრებოდნენ.
სამაგიეროდ, სხდომაზე მმართველ პარტიასთან აფელირებული ოპოზიციური პარტიების წევრები იმყოფობდნენ და მხარი დაუჭირეს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს.


































































