რამდენიმე წუთის წინ, ლანჩხუთის სახანძრო სამსახური და პოლიციის ჯგუფი მაჩხვარეთის მიმართულებით გაემართა. არსებული ინფორმაციით, მეხანძრეები ხანძრის შემთხვევაზე გამოიძახეს. მაჩხვარეთის მიმართულებით მიდიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც. ასევე, რამდენიმე წუთის წინ, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე კავშირში ხანძრის გაჩენა და ქალაქის გათიშვა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული არ არის სასწრაფო-სამედიცინო სამსახური, რაც იმის დასტურია, რომ დაშავებულები არ არიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved