კომპანია RMG გოლდის კომერციული დირექტორი სოსო ცაბაძე მის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებს.
როგორც მან "გურია ნიუსთან" განაცხადა "თანამდებობას ჯერჯერობით ინარჩუნებს".
_ საიდან გაქვთ ინფორმაცია ჩემს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ?
_ კაზრეთიდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ კომპანიაში აღარ მუშაობთ. დატოვეთ თუ არა თანამდებობა?
_ ჯერ არა.
_ ანუ აპირებთ?
_ არ ვადასტურებ თანამდებობის დატოვებას.
_ კომპანიაში საკადრო ცვლილებები არ მიმდინარეობს?
_ სტრუქტურის რეორგანიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, არაფერი.
_ ანუ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ჯერ-ჯერობით რჩებით თანამდებობაზე?
_ დიახ, ჯერჯერობით.
სოსო ცაბაძე მის მიერ თანამდებობის დატოვებას უარყოფს, თუმცა ამ ფაქტს "გურია ნიუსის" რამდენიმე წყარო ადასტურებს.
მათი მტკიცებით, ცაბაძე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს რამდენიმე დღის წინ სამსახურის უფროსებთან ერთად დაემშვიდობა.
საკადრო ცვლილებები RMG გოლდში დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყო და როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, კობა ნაყოფიას კადრებს ნელ-ნელა ატოვებინებენ კომპანიას.