იუთუბზე გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც მამაოს ჩხუბია ასახული საპატრიარქოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჩვენი რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. საპატრიარქომ არც წერილობით გაგზავნილ შეკითხვაზე გვიპასუხა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოში ასახული მოჩხუბარი მამაო, ორთუბნის წინამძღვარი, მამა ილარიონ ხურციძეა.
_ ჩემს მეუფეს შეე…ი შენ? _ გარკვევით ისმის გავრცელებულ ვიდეოში. როგორც ამბობენ, საუბარია მეუფე იობზე (აქიაშვილი), რომლის კურთხევითაც გახდა მამა ილარიონი მღვდელი.