https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბეგი სიორიძე: “არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მეშინია! მე არ ვატყუებ ამომრჩეველს!”

14:07; 7.07.2014
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"გურია ნიუსის" კითხვაზე, _ "იცით თუ არა, რომ ყველა აქ ნათქვამ სიტყვაზე, ყველა თქვენს დაპირებაზე, თუ მერი გახდებით, ამომრჩეველს შეუძლია პასუხი მოგთხოვოთ? ეს ინტერვიუ დოკუმენტია…" _ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ბეგი სიორიძემ განაცხადა: "რა თქმა უნდა, ვიცი და არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მეშინია"….

რას პირდება ბეგი სიორიძე ამომრჩეველს და რა შეუძლია ოზურგეთის მოსახლეობას მუდმივად შეახსენოს მას, მერად გახდომის შემთხვევაში, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ბატონო ბეგი, როგორც ოზურგეთში ამბობენ, თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებდით და მეორე ტური საერთოდ არ დაგჭირდებოდათ. ფაქტია ისიც, რომ უპირატესობა გქონდათ, რადგან სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი იყავით. ალბათ, გააანალიზეთ თქვენი წინასაარჩევნო კამპანია, როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ პირველივე ტურში გამარჯვებისთვის?

 _ შევეცდები გულწრფელად გიპასუხოთ, უფრო სწორად, კი არ შევეცდები, გულწრფელად გიპასუხებთ. ნამდვილად მქონდა მოლოდინი იმისა, რომ პირველსავე ტურში გავიმარჯვებდი, მაგრამ როცა კარგად გავაანალიზე, მივხვდი, რომ დამდგარი შედეგი რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია და შევეცდები ავხსნა ეს.

ოზურგეთში კენჭს იყრიდა მერობის 7 კანდიდატი, რაც პატარა ქალაქისთვის საკმაოდ ბევრია. არჩევნებზე მოვიდა დაახლოებით 7 500 ამომრჩეველი და ხმები ისე გადანაწილდა, რომ ჩვენ ვერ გადავლახეთ 50%-იანი ბარიერი.

იყო სხვა პრობლემაც, თუნდაც გარკვეული სახის შეცდომები, რომელიც ჩვენმა შტაბმა დაუშვა მუშაობის დროს. ეს შეცდომები უკვე გამოვასწორეთ და ვფიქრობ, შედეგზეც აისახება. შეცდომა მეც დავუშვი, ვთვლიდი, რომ ჩემი მოქალაქეები კარგად მიცნობდნენ მეც და ჩემს საქმიანობასაც და ამიტომ, ზედმეტი აფიშირება არ იყო საჭირო. ახლა ვხვდები, რომ მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა თითოეული მათგანის მიმართ და უფრო გულისყურით მომესმინა ჩემი თანამოქალაქეებისთვის. უფრო კარგად უნდა ამეხსნა მათთვის, რატომ შეიძლება მანდონ ჩვენი ქალაქის მართვა.

თუმცა, ერთი წამითაც არ ვწუხვარ იმის გამო, რომ მეორე ტურში მიხდება მონაწილეობის მიღება, რადგან ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დემოკრატიულ, მართლაც ევროპული დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ამიტომ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ნდობა გამომიცხადა და ასევე მათ, ვინც არჩევანი სხვა კანდიდატებზე გააკეთეს. სწორედ მათ დამაფიქრეს, რომ რაღაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას გამომეპარა.

_ მეორე ტურში თქვენი ოპონენტი "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი შოთა გოგიბერიძეა და მან ასეთი კითხვა დაგისვათ: თქვენ წარმატებული ბიზნესმენს, რომელსაც შეგიძლიათ აკეთოთ ქველმოქმედება, კარგი საქმეები და დაკავდეთ საკუთარი ბიზნესით, რაში გჭირდებათ ეს თანამდებობაო… რაში გჭირდებათ, მართლა? მითუმეტეს, რაიმე გამოცდილება პოლიტიკაში არ გაქვთ.

_ არ ვიცი, ბატონი შოთა როგორ მომმართავს და სად მიხსენიებს ასე, მაგრამ მას ძალიან მცდარი შეხედულება ჰქონია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენი არ უნდა იყოს ქალაქის მერი. ჩემი აზრით, ქალაქის მერობა სწორედ ბიზნესმენის და მენეჯერის პოზიციაა. ეს მეურნე ადამიანის საქმეა, რაც მე კარგად ვიცი და რაშიც საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. მე მინდა ჩემი გამოცდილება ჩემს ოზურგეთელებს მოვახმარო.

რაღაც არ მახსოვს, ბატონ შოთა გოგიბერიძეს მსგავს საკითხზე კითხვები დაესვას მაშინ, როდესაც ის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" იყო, რომელსაც ასევე ბიზნესიდან მოსული ადამიანი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მის განცხადებებზე და ჩემს ლანძღვაზე აგებულ წინასაარჩევნო კამპანიაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ.

_ რამდენჯერაც ბიზნესზე აკეთებთ განცხადებას, თქვენი ოპონენტები იმდენჯერ გახსენებენ, რომ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" დროს გქონდათ ბიზნესი და მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ბრძანდებოდით…

_ ამ კითხვას რამდენჯერმე ვუპასუხე, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ განვმარტავ დეტალურად: მე არასდროს ვყოფილვარ რომელიმე ხელისუფლების ბიზნესმენი და არც რომელიმე პარტიის წევრი, მითუმეტეს "ნაციონალური მოძრაობის". თუ ვინმეს გაუხარდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლა, მათ შორის ვიყავი მეც, ისევე როგორც უკლებლივ ყველა ბიზნესმენი.

ძალიან უსუსური ბრალდებაა, უფრო სწორად, არანაირი ბრალდება არ არის. ბიზნესი "ნაციონალური მოძრაობის" დროს არ დამიწყია, 2000 წელს დავიწყე. ბიზნესი არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე. ჩვეულებრივი ბიზნესმენი ვიყავი და მქონდა გამართული მენეჯმენტი. ვთვლი, რომ სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა ჩემი ბიზნესის დაწიოკება, თორემ სურვილი შეიძლება ძალიანაც დიდი ჰქონდათ მაშინ, როცა რამდენჯერმე შემოვიდნენ ჩემს შესამოწმებლად. ამიტომ, ეგ ე. წ. ბრალდებები ამომრჩევლის მოსატყუებლადაა მოგონილი, რასაც ჩემი ოპონენტები ვერასდროს მოახერხებენ.

_ იყო ისეთი სიტუაციები, როცა თქვენც შეიძლებოდა აღმოჩენილიყავით დატერორებულ ბიზნესმენთა რიცხვში?

_ იყო, რადგან მუდმივად მქონდა იმის შიში, რომ ბიზნესის გაფართოების შემთხვევაში, შეიძლებოდა საფრთხის ქვეშ დავმდგარიყავი. ყოველ დილით ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ვინმე თავს დამსხმოდა და ჩემი ბიზნესი აეწიოკებინა. არა მარტო მე, ყველა ბიზნესმენი ასე ფიქრობდა.

_ წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს სოციალურ ქსელებშიც. თქვენი ოპონენტის მხარდამჭერები ავრცელებენ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად გადაღებულ თქვენს ფოტოს, ასევე კადრებს, სადაც ასახულია ვანო მერაბიშვილის ვიზიტი თქვენს ქარხანაში. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

_ საერთოდ, სოციალური ქსელებით ნაკლებად ვარ დაკავებული, მაგრამ როცა თვალი გადავავლე ბოლო დღეებში, დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ამით არიან დაკავებულები და ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ აბსურდულ რაღაცეებში.

ოზურგეთში არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვინც მსგავს უსუსურ კამპანიას აყვება. ოზურგეთი არ არის იმ დონის ქალაქი, მსგავსმა ფოტოებმა გავლენა რომ მოახდინოს.

თქვენც გეკითხებით და მიპასუხეთ, რის მთქმელია ეს ფოტოები? რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც იყო ჯერ მხარის გუბერნატორი და შემდეგ მინისტრი, ქარხანაში არ უნდა შემომეშვა? პრემიერ-მინისტრი ქარხნის დასათვალიერებლად არ უნდა შემომეშვა? უბრალოდ, უხერხულია ასეთ ბინძურ თემებზე ააგო წინასაარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, ამაში არცერთი ჩემი თანამოქალაქე მონაწილეობას არ მიიღებს.

 ბატონმა ღარიბაშვილმა რომ მოინდომოს ქარხანაში მოსვლა, როგორ ფიქრობთ, უარი უნდა ვუთხრა და ამისთვის ვინმემ პასუხი უნდა მომთხოვოს? მეტსაც გეტყვით, რომ მოსულიყო მაშინ ჩემთან ოპოზიციონერი კანდიდატი ზვიად კვაჭანტირაძე და ეთქვა, ქარხნის დათვალიერება მაინტერესებსო, არც მას ვეტყოდი უარს.

მე არაფერი მაქვს დასამალი და ზოგიერთებისგან განსხვავებით, არც ჩემს წარსულს ვმალავ და არც ავტობიოგრაფიას…

_ გადავიდეთ წინასაარჩევნო დაპირებებზე. მაგალითად, თქვენი ოპონენტი მოსახლეობას ბევრ უფასო რამეს პირდება: უფასო ტრანსპორტს, უფასო ფაკულტეტებს, უფასო ჰოსპიტალს და 10-დან 50 000 ლარის ოდენობის უპროცენტო და უგირავნო დაფინანსებას. თქვენ რას პირდებით ამომრჩეველს. რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ხმა რიგითმა ოზურგეთელმა, რომელსაც შესაძლოა, თქვენი წარმატებული ბიზნესი სულაც არ აინტერესებდეს?

_ მე ჩემს ამომრჩეველს არ ველაპარაკები მხოლოდ იმაზე, რას გავაკეთებ ხვალიდან. მათ იციან, რომ მე მაქვს საქმის კეთების გამოცდილება. და ძალიან ბევრ სასიკეთო რამეს გავაკეთებ ოზურგეთისთვის.

მე ვერ ვიკადრებ ტყუილს და ვერ დავპირდები ამომრჩეველს უფასო ტანსაცმელს, უფასო ავტობუსს, უფასო უნივერსიტეტს და 50 000 ლარს გირაოს, სესხის, ქონების და ყველაფრის გარეშე. ვერ დავპირდები იმიტომ, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ასევე, არ დავპირდები ჩემს ამომრჩევლებს თანამდებობებს ხმების სანაცვლოდ, იმიტომ, რომ საჯარო სამსახურში ადამიანები უნდა დაინიშნონ კონკურსის წესით და არა პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით. რასაც ვერ შევასრულებ, ვერაფერს დავპირდები.

_ მაშინ ის გვითხარით, რასაც შეასრულებთ…

_ კი, ბატონო, გეტყვით. პრიორიტეტად ავიღებ დასაქმებას, რომელიც ოზურგეთისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. ვერ დავპირდები ამომრჩეველს, რომ ერთ და ორ თვეში აღარავინ იქნება უმუშევარი ჩვენს ქალაქში, მაგრამ ამ საკითხის გადასაჭრელად მაქვს ჩემი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, როგორ დავასაქმო ჩემი თანამოქალაქეები. ამისთვის აუცილებელია, რომ გაიხსნას ახალი საწარმოები და გაფართოვდეს ბიზნესი. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენ შევქმნით სათანადო ბიზნესგარემოს, ძალიან ბევრი ბიზნესმენი, თუნდაც ჩემი მეგობრები, რომლებიც დღეს თბილისში და საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, სიამოვნებით ჩამოვლენ და ჩადებენ ინვესტიციებს ოზურგეთში.

_ მეორე მძიმე თემა, რომელიც მთელი ქვეყნის და განსაკუთრებით რეგიონების წინაშე დგას, სოციალური მდგომარეობაა. გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ორჯერ გაუზარდა მათ დახმარება?

_ მე მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და არ იყვნენ დამოკიდებულები მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე. ყველანაირ კონტაქტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიო და თითოეულ მათგანს ცხოვრების ღირსეული პირობა შევუქმნა.

_ ბოლო დროს, კომენტარებში ხშირად ამბობთ, რომ აპირებთ ოზურგეთში დააბრუნოთ ახალგაზრდობა. საკმაოდ რთული მისიაა და აქამდე ამის გაკეთება ვერავინ მოახერხა, ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ რაიონებს და მათ შორის ოზურგეთსაც, იმიტომ რომ არაფერი ხდება აქ მათთვის საინტერესო. როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად? შემდეგ, პუნქტების მიხედვით რომ მოგთხოვოთ ახალგაზრდა ამომრჩეველმა მისი გახორციელება თუ მერი გახდებით?

_ ცოტა რთული შეკითხვაა, მაგრამ შევეცდები გიპასუხოთ. მე კარგად მახსოვს ისეთი ოზურგეთი, საიდანაც არავის არსად უნდოდა წასვლა. მიდიოდნენ სასწავლებლად და შემდეგ ისევ უბრუნდებოდნენ თავიანთ ქალაქს. გეთანხმებით, დღეს მათ ამისთვის არანაირი პირობა არ აქვთ, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ აქ ვერ დასაქმდებიან და მიღებულ ცოდნას ვერ გამოიყენებენ.

იმ ფონზე, როცა სოციალური პრობლემები მძიმე ტვირთად გვაწევს, პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ამ საკითხების გადაჭრა იქნება, თუმცა კულტურული ცხოვრების აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამ საკითხის მოგვარებაც აუცილებელია.

ჩემს ახალგაზრდებს უფასო სასწავლებელს ვერ დავპირდები, იმიტომ რომ ტყუილს ვერ ვიტყვი, მაგრამ მაქვს გეგმა ანასეულთან დაკავშირებით. ჩვენთან, ანასეულში იყო ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი არა მხოლოდ მაშინდელ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. ერთი კალიფორნიაში იყო მსგავსი კვლევითი ინსტიტუტი და მეორე ანასეულში. ამ ინსტიტუტს, რომელიც გაყიდულია და კერძო საკუთრებაშია, ძალიან ბევრი ცნობილი სპეციალისტი და მეცნიერი ჰყავს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობის სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ოზურგეთს ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმატებული ინსტიტუტი.

ასევე, აუცილებლად გავაკეთებთ ტურისტულ სააგენტოებს, რადგან გურიაში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს და ტურიზმის აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ასევე დასაქმების თვალსაზრისითაც. მე მინდა, რომ უცხოელ ტურისტებს თავიანთ ქალაქზე და რეგიონზე სწორედ ახალგაზრდები ელაპარაკებოდნენ.

_ ახალგაზრდებს გართობაც ჭირდებათ, ოზურგეთში კი კულტურული ცხოვრება, ფაქტობრივად, არ არსებობს…

_ უპირველეს ყოვლისა, მინდა ავაღორძინო ოზურგეთის თეატრი. ოზურგეთში დაგვიბრუნდა ჩვენი ქალაქისთვის საყვარელი ადამიანი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც ისევ ჩაუდგა სათავეში სამხატვრო ხელმძღვანელის სახით ჩვენს თეატრს. ჩვენ უკვე გვქონდა არაერთგზის საინტერესო საუბარი ჩვენს თეატრთან დაკავშირებით და მერწმუნეთ, ხვალ ეს ჩვენი მიზნები აბსოლუტურად მიღწევადია. გვყავს უნიჭიერესი მსახიობები. გარდა ამისა, გვაქვს ასეთი იდეა, რომ მემორანდუმი გავაფორმოთ მარჯანიშვილის, რუსთაველის ან რომელიმე სხვა თეატრთან და თვეში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს ოზურგეთში ახალი სპექტაკლით. იგივე მაქვს დაგეგმილი კინოსთან დაკავშირებითაც. უბრალოდ, მინდა, რომ ყველა სიახლე, რაც კი ცენტრში იქნება, მალევე გახდეს ხელმისაწვდომი ოზურგეთელი ახალგაზრდებისთვის და ამას აუცილებლად მოვახერხებ.

დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროსთან გამოვძებნი საერთო ენას და მათგანაც ყველანაირ დახმარებას მივიღებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე, ევროპული სტილის გარე კაფეების მოწყობაც, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დაახლოებას. მერწმუნეთ, ვირტუალურ ურთიერთობაზე გაცილებით უფრო საინტერესოა როცა ადამიანები თვალებში უყურებენ ერთმანეთს და უღიმიან. ბევრი გეგმა მაქვს, რომლის განხორციელებასაც მხოლოდ ოზურგეთელებთან შეთანხმებით და მათთან ერთად ვაპირებ.

_ თქვენზე ამბობენ, ქედმაღალი ადამიანიაო. ასეთი იმიჯი გაქვთ თუ მართლა ასეა?

_ ქედმაღალი ნამდვილად არ ვარ, მკაცრი კი ვარ. შეიძლება, ეშლებათ ერთმანეთში ქედმაღლობა და სიმკაცრე. მომთხოვნი ვარ პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და ყველას მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების და ჩემი მეგობრების მიმართაც. ძალიან არ მიყვარს უპასუხისმგებლობა, რადგან ვთვლი, რომ საქმეს ყველაზე მეტად ეს აფუჭებს.

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე ძალიან ქედმაღალი ადამიანებია ჩემთვის მიუღებელი და ასეთი ნამდვილად არ გახლავართ. არ დაიჯეროთ ეგ.

_ "თანამდებობებს ვერავის დავპირდები, დანიშვნა უნდა მოხდეს კონკურსით" _ ეს განცხადება თქვენ გეკუთვნით და ამას ძალიან ხშირად გაგახსენებენ ამომრჩევლები. პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველას მეგობარი და ახლობელია, ამის გახორციელება ძალიან ძნელია. შეიძლება ითქვას წარმოუდგენელიც…

_ მასე გგონიათ? კარგით მაშინ. აი, "გურია ნიუსის" საშუალებით, მინდა გავაფრთხილო ყველა ჩემი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი და მეზობელი, რომ ნუ შეიწუხებენ თავს და ნურავის გაუწევენ პროტექციას, მერია მხოლოდ კონკურსის წესით შერჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტდება.

მე ამ ნაწილში ვიქნები ძალიან მკაცრი და თუ გავხდები მერი, არცერთი ადამიანი კონკურსის გარეშე არ დაინიშნება. კონკურსი კი ჩატარდება ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს!

_ იცით, რომ ყველა აქ ნათქვამ სიტყვაზე, ყველა თქვენს დაპირებაზე, თუ მერი გახდებით, ამომრჩეველს შეუძლია პასუხი მოგთხოვოთ? ეს ინტერვიუ დოკუმენტია…

_ რა თქმა უნდა ვიცი და არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მეშინია, იმიტომ, რომ მე არ ვატყუებ ამომრჩეველს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25 თებერვალი, 2026

მარტოხელა დედის გასაჭირი

ბეგლარ სიორიძე: "ყველაზე ანგარიშგასაწევი მაკონტროლებლები ჩემთვის იყავით თქვენ!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო