ამის შესახებ "გურია ნიუსთან" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა.
მისივე თქმით, კოალიციამ ვერ შეძლო უგულავას დაკავების მოტივაცია კარგად შეეფუთა და ძირითადი აქცენტი მართლმსაჯულების აღდგენაზე გაეკეთებინა.
"შეიძლებოდა "ქართული ოცნებას" თავის ამომრჩევლებში ეს წარმატებულად გამოეყენებინა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც კოალიციაზე იმედგაცრუებულია, მაგრამ პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ "ქართული ოცნება" ვერ ფუთავს იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ეს წაადგებოდა.
"ნაციონალური მოძრაობა" უფრო ახერხებას თავის ინტერესებს მოარგოს დაკავების ფაქტი", _ უთხრა "გურია ნიუსს" გამზარდიამ.