დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბურჯანაძემ ქუცნაშვილს მისი შტაბის ვანო მერაბიშვილთან და "ნაციონალური მოძრაობის" ხალხთან თანამშრომლობის დამამტკიცებელი ფაქტების წარმოდგენა მოსთხოვა.
დეპუტატმა თავის მხრივ მისი სიტყვების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა გაასაჯაროა და განაცხადა: "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ხალხი თიანეთის რაიონში – ეს არის მერაბიშვილის და "აციონალური მოძრაობის" ხალხი".
სტატიას "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" შემადგენლობაში შემავალი "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია გამოეხმაურა.
"ქართული ოცნების" უდიდესი უმრავლესობა ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებით არის დაკომპლექტებული, როგორც სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე პოლიტიკურ ლიდერებში. ქუცნაშვილს ვურცევ გაიხსენოს ყოფილი პრემიერის, ამჯამინდელი მინისტრტა კაბინეტის, პარლამენტის თანამდებობის პირების პოლიტიკური წარსული და შემდეგ იჭორაოს "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" აქტივისტებზე, ასევე გასარკვევია, ქუცნაშვილმა, როგორც კანონმდებელმა, რამდენად კანონიერად მოიპოვა და გაავრცელა ის ფოტო და ვიდეო მასალა. მოვუწოდებ სამარტალდამცავ ორგანოებს გამოარკვიონ აღნიშნული საკითხი-ხომ არ შეიცავს ქუცნაშვილის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს? ასევე მოვუწოდებ ქუცნაშვილს-აღარ გამოიყენოს "ნაციონალური მოძრაობის“ დანერგილი პრაქტიკა და არ ებრძოლოს ოპონენტებს მსგავსი მეთოდებით!"