პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს უახლოეს დღეებში მიმართავს.
როგორც უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სარატიფიკაციო დოკუმენტი, მთავრობიდან პარლამენტს დღეს ან ხვალ წარედგინება.
მომავალი კვირის განმავლობაში, 15, 16, 17 ივლისს დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები, ხოლო 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება.
ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის, ამ დღეს საქართველოში მაღალი დონის სტუმრები ჩამოვიდნენ,