გაფიცული მუშები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
მათი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" ადმინისტრაცია მათ მონურ პირობებში, მიზერულ ხელფასებზე ამუშავებს – ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასი 450 ლარია, მაგრამ ხელზე 300 ლარზე ნაკლებს იღებენ.
ასევე, ადგილზე ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც კი არ არსებობს, არ აქვთ სასადილო, ზეგანაკვეთზე ნამუშევარს კი არ უნაზღაურებენ.
გაფიცული მუშების მოთხოვნებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ჯიქია გაეცნენ.
ამ დროისათვის მუშებთან მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ.