(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის პოლიციის უფროსის ვინაობა უკვე გარკვეულია _ ამ პოსტს მალე ჩოხატაურელი რამაზ ჯინჭარაძე დაიკავებს, რომელიც წლების მანძილზე, პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დანიშვნამდე, ჯინჭარაძე პოლიციის აკადემიაში სპეციალურ სწავლებას გაივლის და რამდენიმე გამოცდის ჩაბარება მოუხდება, რის შემდეგაც, სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, დავით ცირეკიძე მისი დანიშვნის ბრძანებას მოაწერს ხელს.
ჯინჭარაძის დანიშვნამდე, პოლიციის უფროსის მოვალეობას, ანტონ დოლიძე შეასრულებს.