"საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დებატები სასტუმრო "შერატონში" გაიმართება პრაგმატულია.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მთავარია რომ დებატები შედგება.
"ვფიქრობ პრაგმატული გადაწყვეტილებაა ნარმანიასა და მელიას შორის დებატების გამართვა სასტუმრო "შერატონში" და არა რომელიმე ტელევიზიაში.
კარგია, რომ ყველა ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა თანაბრად გააშუქოს ეს დებატები", _ უთხრა "გურია ნიუსს" კახიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებისთვის დებატები მნიშვნელოვანი, მაგრამ არჩევნების მეორე ტურში იმდენად კონტრასტული ძალები იღებენ მონაწილეობას რომ მისი ბედი ამ დებატზე ნამდვილად არ იქნება დამოკიდებული.