ლელა იმედაშვილთან გამოსამშვიდობებელი საღამო ოზურგეთის რესურსცენტრში
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ჟურნალისტებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მოაწყო.
შეხვედრამ მეტად ემოციურ ფონზე ჩაიარა. სკოლის დირექტორებმა და მასწავლებლებმა ლელა იმედაშვილი გულთბილი სიტყვებითა და მადლობით გააცილეს.
_ ჩემი თხოვნაა, ბზარი არ გააჩინოთ იმ საქმეში, რომელიც ერთად ვაშენეთ. მე დარწმუნებული ვარ, ის, ვინც ჩემ მაგივრობას გაწევს, ღირსეული კადრი იქნება. რაც შეეხება რესურსცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ხმებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ყველაფერი რესურსცენტრის გაძლიერებისკენ მიდის _ მას მოემატება ფუნქციები გენერალური ინსპექციის ხაზით, რომელიც ნამდვილად საჭიროა. 14 წელი ვიმუშავე ამ სფეროში და მიმაჩნია, რომ საქმე საათივით ავაწყვე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ღმერთს ამ სიყვარულისთვის! _ ამ სიტყვებით გამოემშვიდობა იმედაშვილი ყოფილ თანამშრომლებს.