თბილისის სააპელეციო სასამართლომ გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა 15 წლიანი სასჯელით შეუცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს პატიმრობის ვადა 20 წლით განესაზღვრათ, თუმცა 5 წელი მათ ამნისტიის აქტით აკლდებათ.
გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ "გურია ნიუსს" გვიჩიანის და ჩემიას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ უთხრა.
"უზენაესმა სასამართლომ ჩემიას და გვიჩიანს სამუდამო პატიმრობა მოუხსნა და 20 წელი მიუსაჯა, თუმცა, 5 წელი ამნისტიით ჩამოაკლდათ და დარჩათ 15. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში", _ აცხადებს ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ 2002 წელს "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია აღნიშნული მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.