უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისის მერის არჩევნების მე-2 ტურს აფასებს და ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ისინი საკუთარ ხმებს დაიცავენ.
მისი განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
"პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ამომრჩეველს და ჩვენს მომხრეებს, არჩევნებში მობრძანებისთვის. ახლა მთავარია დათვლის პროცესი. ჩვენი პროირიტეტია ხმების დაცვა.
იმ უმძიმს წინასაარჩევნო ფონზე და მათ შორის, საარჩევნო დღისაც, ეს არის ჩვენი პრიორიტეტო და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არცერთი დარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე.
ზოგადად უმძიმესი წინასაარჩევნო პერიოდი იყო. ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს, ჩვენი ერთ-ერთი კანდიდატი ჯიბუხაია, ციხიდან იბრძვის გამარჯვებისთვის მე-2 ტურში და აწარმოებს საარჩევნო კამპანიას.
როდესაც მრავალი სხვა კანდიდატი ზეწოლის ქვეშ გადააყენეს და აიძულეს დაეწერა განცხადება.
როდესაც იყო ფიზიკური თავდასხმები არაერთ ჩვენს შტაბზე, ოფისებზე და წინასაარჩევნო შეხვედრებზე.
რეალურად არადემოკრატიული, არათავისუფალი არჩევნები იყო, მაგრამ ჩვენ, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია, მთავარ ფოკუსს ვაკეთებთ ჩვენი ხმების დაცვაზე. ამისთვის ვიბრძოლებთ“, _ განაცხადა ბოკერიამ.


































































