ლანჩხუთის სოფელ აცანაში, #08 საარჩევნო უბანზე, 329 ხმა მიიღო "პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატმა ბორის ჭყონიამ. ხოლო, კოალიციის კანდიდატმა ზაზა ურუშაძემ 263.
ასევე ბორის ჭყონია ლიდერობს 79 ხმით, სოფელ ნინოშვილში.
სოფელ აკეთში 1 ხმით უსწორებს ჭყონიას ურუშაძე, რომელზეც არჩევანი 126 ამომრჩეველმა შეაჩერა.
ურუშაძე ლიდერობს ლანჩხუთის #02 საარჩევნო უბანზეც.
































































