ბრიტანელი ალან ბილისი ბოლო 3000 წლის განმავლობაში პირველი ადამიანია, რომელიც ფარაონების მსგავსად მუმიად აქციეს. 61 წლის კაცი დევონში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლი გახლდათ. ალანს ფილტვის კიბო ჰქონდა და ექიმების თქმით, მალე მოკვდებოდა. ალანმაც საკუთარი სხეულის მუმიფიცირების სურვილი გამოთქვა.
მეცნიერი სტეფან ბაქლი 19 წელია, მუმიფიცირების ხელოვნებას სწავლობს. ალან ბილისი 2011 წლის იანვარში გარდაიცვალა. ბაქლის მისი გვამის მუმიფიცირებისთვის ზუსტად 3 თვე დასჭირდა. ფარაონების მსგავსად, გვამი დამცავი ზეთებით დაფარა და მარილიან აბაზანაში მოათავსა.ზოგიერთი ორგანოს ამოღების შემდეგ გვამი ბინტით გადაახვია.
ალანის ცოლი კი ძალიან ბედნიერია. “მე ერთადერთი ქალი ვარ მსოფლიოში, რომლის მეუღლის მუმიფიცირება მოახდინეს”- განუცხადა მან ბრიტანელ ჟურნალისტებს.