21 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჩამომხრჩვალი ნახეს.
ტრაგედია თელავში, სოფელ ბუშეტში მოხდა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ივანე გობეჯიშვილმა დაუდასტურა.
“პატიოსანი ახალგაზრდა იყო. არვიცი რა გახდა ტრაგედიის მიზეზი”,-ამბობს გობეჯიშვილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო