"მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ, მიბჯენით იყო გამოყენებული.
მასზე არ იყო სისხლის კვალი, სხვაგან ყველგან იყო სისხლის კვალი, მთელ მანქანაში და იარაღი საკმაოდ ახლოს ვნახე და სუფთა მომეჩვენა. ეს იყო ჩემთვის უცნაური დეტალი", _ ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მანქანაში მძღოლის ადგილზე იჯდა, ღვედი ეკეთა და ფარები ანთებული იყო.