https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეროსი კიწმარიშვილი: “დარწმუნებული ვარ, ჩემსა და ბიძინას შორის შეთანხმება სააკაშვილმა ჩაშალა”

12:07; 17.07.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მას მიაჩნდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაფერი დაკარგა.  ძალები მოსინჯა პოლიტიკაში, დიპლომატიურ სამსახურში, დაბრუნდა ტელევიზიაში, თუმცა ყველა ეს   ნაბიჯი წარუმატებელი გამოდგა.

"გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და აქვეყნებს მცირე ეპიზოდს, მისი ჩანაწერებიდან.

მეც მქონდა ტელევიზია, ბიზნესი და საყვარელი საქმე, მყავდა მეგობრები _ და ეს ყველაფერი იმისათვის დავთმე, რომ ეს რევოლუცია მომხდარიყო

იმის გაგება, თუ როგორ მივედით ნოემბრის მოვლენებამდე, რა და რატომ ხდებოდა ნოემბერში, რა იყო რეალურად ამ პროცესების მამოძრავებელი ფაქტორები, რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე და არა სხვანაირად? ყველა ეს კითხვა უპასუხოდ დარჩება, თუ წინაპირობები არ გვეცოდინება. ის, რაც მანამდე ხდებოდა. ხოლო იმისთვის, რომ ჩემი წიგნის სხვადასხვა ნაწილების მოკლე შინაარსის თხრობა არ მომიწიოს, ერთ ანეკდოტს გეტყვით. ვფიქრობ, დღეს მას ბევრი ადამიანი გაიგებს, ისინი, ვინც ვარდების რევოლუციაში მონაწილეობდნენ.

ეს ისტორია დათო მუმლაძემ მიამბო. სწორედ მას ვუმადლით იმას, რომ შემდგომში ჩვენს რევოლუციას, ვარდებისა დაერქვა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მომიტინგეები რომ შეიარაღებული არავის ჰგონებოდა, მათ ხელები უნდა აეწიათ, და აი, დათომ მოიფიქრა: მოდი, ვარდებით შევიდეთ! მისი იდეა ლიდერებს უმალვე მოეწონათ. ეს იყო და ეს. ექსპრომტი. ქართული ვარდების რევოლუციის სიმბოლო, უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციისაგან” განსხვავებით, იმიჯმეიკერების შემოქმედების ნაყოფი არ ყოფილა. საქართველოს ვარდების რევოლუცია გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი მოვლენა, არცერთ სხვა პროცესს არ ჰგავდა, ასე ვთქვათ, სუფთა ქართული ფენომენი იყო. მოკლედ, დათომ ასეთი ამბავი მომითხრო:

იმერელი არისტოფანე თუ ოლიფანტე ვიწრო წრეებში ცნობილი რევოლუციონერია. ის ხან ფედერალისტია, ხან _ სოციალისტი, ხან _ უკლონისტი, ხან _ ის, ხან _ ეს… ამ რევოლუციონერობაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება, განგრენა დაიმართა, ფეხი დაკარგა _ მოკლედ, ძალიან დაზარალდა.

ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ეს ჩვენი ნაფედერალისტალ-ნარესპუბლიკელარ-ნასოციალისტარი არისტოფანე თუ ოლიფანტე მივიდა ბათუმში, ბოლშევიკურ ობკომში და გამოაცხადა, რამე სამსახური დამაწყებინეთო, თქვენთან მინდა მუშაობაო. იმათ უთხრეს, წადი, არისტოფან, თავი დაგვანებეო, მოგვშორდიო, შენღა გვაკლდიო, მაგრამ თან შეეცოდათ ეს ცალფეხა კაცი და უთხრეს, ჰა, ობკომის გვერდით ჯიხური ჩადგი და წყალი გაყიდე ხოლმეო.

არისტოფანეც ადგა და ჯიხური ჩადგა, დაიწყო წყლის გაყიდვა და საკმაოდ იხეირა: სარჩო-საბადებელი გაუჩნდა, ცოტა წელში გაიმართა, ოჯახი დააპურა. ამ ამბავმა,  არისტოფანე გამდიდრდაო,  მის სოფლამდეც მიაღწია და ერთ დღესაც, მისი ერთი თანასოფლელი არისტოფანეს საძებნელად ბათუმში ჩავიდა: ობკომში ჩვენი კაცი მუშაობსო, არისტაფანე აწი დიდი კაციაო და მივაკითხავ, ეგება მოგვხედოს რამეო.

მივიდა კაცი ობკომში და უთხრეს, რა ობკომი, რის ობკომი, არისტოფანე წყალს ყიდის აგერ ჯიხურშიო. ეს რომ დაინახა, მეზობელმა არისტოფანეს უთხრა: "ვაი, შენს პატრონს! წყლის გაყიდვა თუ გინდოდა, შე კაცო, გდებულიყავი შენთვის, რას ერჩოდი ამ ნიკოლოზს. წყალსაც გაყიდდი და ფეხიც შეგრჩებოდაო…”

არისტოფანეს ამბავი მრავალი რევოლუციონერის და რევოლუციის მონაწილის ისტორიას ძალიან ჰგავს. მეც მქონდა ტელევიზია, ბიზნესი და საყვარელი საქმე, მყავდა მეგობრები. და ეს ყველაფერი იმისათვის დავთმე, რომ ეს რევოლუცია მომხდარიყო, დამთავრებულიყო ისე, როგორც დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა და მეც ყველაფერი დავკარგე.

მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მაინცდამაინც არისტოფანეზე არ დავიწყებ საკუთარ პროეცირებას, ვთვლი, რომ ამ რევოლუციისთვის ყველაფერი ამის გაკეთება და ყველაფერი ამის დაკარგვა ღირდა, თუ შედეგი ის იქნებოდა, რასაც მე 2004 წლის დასაწყისში მოველოდი.”

ეროსი კიწმარიშვილი. 2010 წელი

კრისიზი "რუსთავი 2"–ში

"მე და ჩემმა პარტნიორმა დათო დვალმა გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციების ბიზნესში გადავრთულიყავით. "რუსთავი 2" კი საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაგვექცია. მე ვუთხარი სააკაშვილს, რომ ვაპირებდი ტელევიზიის აქციები ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების პატივსაცემი ადამიანებისთვის მეჩუქებინა. საქმე ის იყო, რომ ტელევიზიას ყოველწლიურად 3 მილიონი დოლარი დეფიციტი ჰქონდა, რომელსაც "ჯორჯიან ონლაინის” თანხებით ვავსებდით. ამ პროექტს კი ბალანსის გამოსწორების გარეშე ვერ განვახორციელებდი.

ეს დეფიციტიც, პატარკაციშვილის გამო გაგვიჩნდა. ვინაიდან 2001 წელს ჩვენ უკვე მომგებიანი კომპანია გავხდით, ბადრიმ ხელოვნურად გაზარდა ფასები, მე თუ ვუხდიდი ოპერატორს 300 ლარს, მან 1000 დაუნიშნა, ჟურნალისტს ჩემთან თუ ჰქონდა მაქსიმუმ 1000 ლარი, ბადრიმ 1500 დაუნიშნა. მე თუ სერიალს ვყიდულობდი 50 დოლარად, ამან 500 დოლარად იყიდა. მე მეუბნებოდნენ – კი, ძველი მეგობარი ხარ, მაგრამ 500 დოლარს თუ არ გადაიხდი, მაშინ "იმედს” მივყიდით. საერთაშორისო ბაზარზეც გააქტიურდა.

მან "გლობოს" ექსკლუზივი აიღო და ბრაზილიური სერიალები დაისაკუთრა. კონკურენცია აუტანელი გახდა. შემოსავალი იგივე გვქონდა, ხოლო ხარჯი რამდენჯერმე გაიზარდა. ამას უფრო ომის ხასიათი ჰქონდა, ვიდრე კონკურენციის. მეორეს მხრივ, კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით არ ვაკეთებდით, ვერც ჟურნალისტს შევუმცირებდით ხელფასს, ისეც ოპტიმიზირებული იყო ყველაფერი.

გარდა ამისა, მე და ჩემს პარტნიორებს გვსურდა ჩემი "რუსთავი 2" ისევ დამოუკიდებელ, თავისუფალ ტელეკომპანიად გვექცია. მე რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი ვიყავი და პოლიტიკურ პროცესებში საკმაოდ ჩაბმული, რაც ჩვენს ჟურნალისტებს მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის ხელს უშლიდა. ამიტომ, ტელევიზიიდან ჩემი დისტანცირებით ტელევიზია მეტად თავისუფალი გახდებოდა. თავად ჟურნალისტებიც არჩევანის წინაშე დადგნენ, ახალი ხელისუფლების წევრებთან მეგობრობდნენ და ესეც ხელს უშლიდა ობიექტურად მოვლენების გაშუქებას.

ჟურნალისტები შევკრიბე და ვუთხარი, ვისაც გინდათ ჟურნალისტობა, დარჩით, ვისაც გინდათ თანამდებობა, არჩევანი გაქვთ და წადით. გურამ დონაძე პირველი გაიქცა, ნანა ინწკირველიც წავიდა, ტაბატაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მიშა მას ეკონომიკის მინისტრად ნიშნავდა, მერე ადგა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. ესე წყვეტდა საკადრო პრობლემებს.

ერთ დღესაც სააკაშვილმა დამირეკა და კრწანისის რეზიდენციაში ასვლა მთხოვა, ის ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა.

ავდივარ კრწანისში, ლავრენტი ბერიას ყოფილ სახლში. ძალიან ლამაზი სახლია, სადაც ორი ასასვლელია, თუ ეზოდან შედიხარ მარმარილოს ფოიეში ხვდები, მერე დიდი დარბაზია ბუხრით, საიდანაც აივანზე გადიხარ და თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მიშამ მთელი ეს ტერიტორია, სახლიან-ზოიანად 10 მილიონად გაყიდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ვითომ მას არაფერი სჭირდებოდა და მოკრძალებულად იცხოვრებდა. ახლა კი, 200 თუ 300 მილიონიან სასახლეს იშენებს.

პირველი შეხვედრა  ივანიშვილთან

ბერიას სახლში მხვდება მიშა და კიდევ გამხდარი, ინტელიგენტური გარეგნობის, ფერმკრთალი სადღაც ასე 45 წლის კაცი. ძვირფას, მაგრამ სადა კოსტიუმში, ნაქსოვ პერანგში. მთლად ქართული იერი არ აქვს, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია.

იმ პერიოდში, სადაც მივდიოდი ყველგან პირდაღებულები მხვდებოდნენ, ცოცხალ ლეგენდასავით მიყურებდნენ. ამ კაცს დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, მსგავსი არაფერი გამოუხატავს, თავისუფლად მშვიდად შემხვდა. ამან გამაკვირვა და ცოტა დავიძაბე, ჩავთვალე, რომ ან ქართველი არ იყო, ანაც მე საერთოდ არ მიცნობდა.

ამასობაში, მიშამ. ერთმანეთი გაგვაცნო და გავიგე, რომ ის ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომელზეც მეც და მთელ ქვეყანასაც უამრავი ლეგენდა სმენია. ჩემთვის მოულოდნელად ის მიშასთან ძალიან დაახლოებული აღმოჩნდა.

არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშას მთავარი დონორი იყო. ჟვანიას და კიდევ სხვა პარტიებს პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანია ცდილობდა, რომ სააკაშვილისგან ცალკე გამოსულიყო არჩევნებში, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს. ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები, სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა, ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია მეგობრობს ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა.

სააკაშვილმა მე და ბიძინა ერთმანეთს გაგვაცნო და რამდენიმე ხნით მარტო დაგვტოვა. ბიძინამ საუბარი ძალაუფლებას შეჩვეული კაცის ტონალობით დაიწყო. ის შეჩვეულია ამ ტიპის საუბარს, როცა მისი ნათქვამი განხილვას აღარ ექვემდებარება.

"მიხარია, რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ "რუსთავი 2"-ს გაყიდდით. მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტელევიზიის ყიდვა, ამის გამო ვაფინანსებდი "მე-9 არხს", რომ მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა”, _ მითხრა მან.

ბადრის მიმართ უარყოფითად საუბრობდა, რაც გულზე სალბუნივით მომხვდა. გამეხარდა იმ ფონზეც, რომ სააკაშვილი და ჟვანია მასთან დამეგობრებას ცდილობდნენ. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.

”მე მინდა მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე "მე-9 არხი" აღარ მჭირდება, თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ ყველაფერი წაიღეთ.”

გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით თქვენთან გადაიყვანეთ, დანარჩენებზე მე ვიზრუნებ ქუჩაში რომ არ დარჩნენო.

ასე მოხვდა "რუსთავი 2"-ში ანუკა ქინქლაძე, ჩართვის მეორე მანქანა, "ტოიოტას" ჯიპზე დამონტაჟებული უძვირფასესი ტექნიკა. ბევრი არაფერი წამომიღია, ძირითადად, ბიძინასაც წეწავდნენ, ბევრი ფული ჰქონდა გადაყრილი.

"მე-9 არხის" ტერიტორიაც დავათვალიერეთ, ნაგებობები ვნახე, ფეხით მოვიარე და ჩვენთვის ეს ადგილი უინტერესო აღმოჩნდა. ახლა სადაც "ორთაჭალის ტურფა" შენდება, ეს ის ტერიტორიაა, მერე ამ მიწის გამო დიდი ხმაური ატყდა და ნაცემი დეპუტატი გელაშვილი რეანიმაციაშიც მოხვდა. ჩვენ გვაჩუქეს და უარი ვთქვით.

ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. თავად შემომთავაზა დახმარება ამ პროექტის განსახორციელებლად.

მან მითხრა, რომ "რუსთავი 2"-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია, ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ჩვენთვის ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა.

მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა, მე ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი უკვე ხელს უშლიდა მას ობიექტურობაში.

"ერთადერთი თხოვნა მაქვს, ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს, მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს აქ რას ვაკეთებ, ამის გამო შესაძლოა პრობლემები შემექმნას,”_ მთხოვა მან.

მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი, მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი და პასუხს ვაგებ. თან ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ხელის შეშლა.

ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით.

ამის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. "ქართუს” შენობაში ერთად ვისადილეთ მე, ბიძინამ და კახა ლომაის ძმამ, რომელიც "ქართუ ჯგუფს” ხელმძღვანელობდა. ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით, მართლა სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი, ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა _ მართლა "რუსთავი 2"-ს ყიდულობო? ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ეს ვერ შევასრულე.

ბიძინამ 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს ეს ფული მათ გარდა არავინ იცის.

ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა, ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა, ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა.

რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ სჭირდებოდა. ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა, ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით. ისე როგორც აკონტროლებს ვითომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთებულ "1 არხს". ამიტომ, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მიშას ინტერესში არ იყო ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება.

ამ პერიოდში მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა – მიშას "რუსთავი 2" – ის ეშინია და იძახის, არ მინდა რაღაც დროის მერე "რუსთავი 2"-ზე, "60 წუთში”, ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, სადაც აღწერილი იქნება, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა "60 წუთში” მოხვედრის, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში გადაიყვანა სამუშაოდ და ბიძინას შემოთავაზება დაბლოკა. ისე გააკეთა ყველაფერი, რომ ვითომ თავად მე დავარღვიე შეთანხმების პირობა.

ბიძინამ სიტყვა შეასრულა, ყველაფერი რასაც დაგვპირდა, გადმოგვცა, მაგრამ გაქრა. როგორც ვიცი, შემდეგ, მან ის 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი "რუსთავი 2"_ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს, დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს მათ გარდა არავინ იცის.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ფესტივალი "არტ-გენი" იწყება

შსს: დანაშაულმა იკლო

ყველა სიახლე

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18.09.2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე – პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება და ეს დღეც არის ამის მაგალითი

14:50; 18.09.2026
მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

14:36; 18.09.2026
ზაფრანი

ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად _ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

13:59; 18.09.2026
საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18.09.2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო